Tags

, , , , , ,

ამ ქვეყნად არსებობს “სულიერი საზრდო” – წიგნი, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავექცეთ ყოველდღიურ ერთფეროვნებას. წიგნის კითხვის დროს ვიძირებით მის საიდუმლოებაში, ვიზიარებთ გმირის გრძნობებს, განვიცდით მისი ცხოვრების მძაფრ მოვლენებს და სიტყვები, რომლებსაც თვალს ვადევნებთ, არ წარმოადგენენ ასოთა უბრალო თავმოყრას, არამედ ისინი ბრძენი ხალხის ნათქვამის ტოლფასია.

ადამიანთა უმეტესობა წასაკითხად ირჩევს ისეთ მხატვრულ ლიტერატურას, რომელიც განსხვავდება მათი ცხოვრებისგან, რათა დაივიწყონ ის საზრუნავი, რომელიც რეალურ ცხოვრებაშიც საკმარისია და შექმნილ იდეალურ სამყაროში იცხოვრონ, ხოლო ადამიანთა მეორე ნაწილი ირჩევსისეთ საკითხავს, საიდანაც იგებენ რომ თურმე სხვებსაც აწუხებთ ყოველდღიური საზრუნავი.

არსებობს უამრავი მწერალი, მაშასადამე ურიცხვი ნაწარმოებიც, ყველას შეუძლია თავისი მოსაწონი წიგნი პოვოს, მხოლოდ მონდომებაა საჭირო.

სტეფან ცვაიგის მოსაზრებამ ლიტერატურაზე დიდი შთაბეჭდილება უნდა დაუტოვოს ადამიანს. იგი  შესანიშნავად აღწერს უწიგნური ადამიანის ყოფას: “მისთვის უცნობია სულის ღრმა შეძვრა, როცა შენში სიცოცხლეს იწყებს სხვისი ბედი. იგი თავის თავშია გამომწყვდეული, დახშული, რადგან არ იცის რა არის წიგნი.”

პირადად მე, როდესაც პირველად მოვხვდი ზღაპრულ სამყაროში რომელსაც წიგნი ჰქვია აღფრთოვანებული დავრჩი იმ სიდიადისა და შეძლებისაგან, რომელიც მან მომანიჭა. ჩემი ოთახიდან მოვხვდი ჩემთვის უცხო ქალაქში, ჩვატარე გამოძიება და დამნაშავეც ვიპოვე. მაგრამ ამაზე არ გავჩერებულვარ, უკაცრიელი კუნძულის საიდუმლოებს ჩავწდომილვარ, დროს შევბრძოლვებულვარ დორიან გრეისთან ერთად და კაციც მომიკლავს, ზღვის ფსკერი დამითვალიერებია კაპიტან ნემოსთან ერთად, ინდოეთშიც მიმოგზავრია, მეკობრეებსაც შევბრძოლვებულვარ ესპანელ ბერნარდიტო ლუის ელ გორასთან ერთად, ინგლისშიც ვყოფილვარ და ეს ყველაფერი ჩემთვის ბედნიერების მომტანი იყო. სავსებით ვეთანხმები გურამ დოცანაშვილის აზრს პირველი წაკითხვის ბედნიერების შესახებ. მართლაც რომ ბედნიერებაა..! მადლიერი ვარ ყველა იმ უამრავი ბედნიერი წამისთვის, რომლებიც წიგნებმა მაჩუქეს.

 books

წიგნის კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ მკითხველმა ყველაფერი იცის გმირების შესახებ. მათი შინაგანი ცხოვრება მკითხველისთვის სავსებით გამჭვირვალეა. ლიტერატურულ პერსონაჟებს არ გააჩნიათ ჩვენთვის გაუმხილებელი საიდუმლოები, როდესაც რეალურ ცხოვრებაში ახლობელი რაღაცას ყოველთვის გვიმალავს.

ლიტერატურა ეხმარება ადამიანს მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, განვითარებაში, პიროვნებად გადაქცევაში. წიგნის კითხვის დროს გვიყალიბდება გემოვნება კონკრეტული საკითხების შესახებ.

თუ მკითხველს ამდენი შესაძლებლობა აქვს წიგნის კითხვისას, წარმოიდგინეთ რა ბედნიერია მწერალი თავისი შედევრის წერის დროს. მას აქვს მინიჭებული სრული თავისუფლება. როდესაც მოისურვებს მაშინ მოკლავს, გააცოცხლებს თავის გმირს, უბედურებას დაატეხს თავს ან გააბედნიერებს, კაცს მოაკვლევინებს და ა.შ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიგნი ჩვენი ცხოვრების წარმართველია. მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ხოლო ის ხალხი, ვინც უარს ამბობს კითხვაზე არასრულყოფილ ცხოვრებას ეწევა.

About these ads