Tags

, , , , , , , ,

ჯერ სანამ გიამბობდეთ ჩვენი „გაფართხალების“ შესახებ წარმოგიდგენთ ჩვენს ლოგოს.

მაგრამ  არ იფიქროთ,  რომ ჩვენ გენდერული თანასწორობის წესებს ვარღვევთ, ან გავლენას ვახდენთ თქვენს ფსიქოლოგიაზე და გიბიძგებთ იფიქროთ, რომ წიგნებს მხოლოდ გოგოები ეტანებიან, რადგან ჩვენ აქ ერთი, კიდევ სხვა, პატარა პერსონაჟიც გვყავს. იგი პირდაპირ გვანიშნებს, რომ ჩვენთვის  არ სცალია .

ახლა კი საქმეზე…

დღევანდელი დღე მშვენიერი ამინდით და განწყობით დაიწყო. ყველაფერი მოვამზადეთ და ერთი სული გვქონდა როდის მოვიყვანდით  ჩვენს ჩანაფიქრს სისრულეში. დღეს Amate Librum  173-ე  საჯარო სკოლას ეწვია, სადაც გაესაუბრა სკოლის დირექტორ შორენა ბუნტურს ჩვენი მიზანი იყო გაგვეცნო სკოლის დირექციისთვის ჩვენ მიერ ჩასატარებელი ვიქტორინის არსი.  ქალბატონმა შორენამ დიდი სიამოვნებით და ყველანაირი პრობლემის გარეშე მიგვიღო და მოისმინა ჩვენი შეთავაზების შესახებ. იგი აღფრთოვანებული დარჩა იდეით და გამარჯვებულისთვის ჩვენ მიერ გამზადებული ჯილდოთი.

ჩვენი ვიქტორინა ჩატარდება 173-ე  საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებს შორის. ვიქტორინისთვის მომზადდება კითხვები „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული წიგნებიდან. მონაწილეებს ევალებათ გაეცნონ ამ წიგნებს და ასევე ზოგად ინფორმაციას  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ კონკურსისთვის მოსამზადებელი დრო საკმაოდ მწირი იქნება, ჩვენ მოსწავლეებს ვეხმარებით კონცეტრირება მოახდინონ კონკრეტულ წიგნებზე, რომელთა  სურათები ავტვირთეთ ჩვენს facebook-ის გვერდზე. ძირითადად კი, მათთვის საჭირო საიტი იქნება sulakauri.ge , ასევე შეუძლიათ მიაკითხონ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მაღაზიას, რომელიც მდებარეობს  დავით აღმაშენებლის 150-ში. რა თქმა უნდა, მონაწილეებს შეუძლიათ სხვა ნებისმიერი დამატებითი საინფორმაციო წყაროს გამოყენებაც.

თვითონ ვიქტორინა ჩატარდება ამავე სკოლის ტერიტორიაზე. ვიქტორინის პრეზენტაციაზე წინასწარ დარეგისტრირებული მსურველები მოვლენ და დასხდებიან თავიანთ ადგილებზე. კითხვებზე პასუხების მოსაფიქრებლად კი მათ ერთი წუთი მიეცემათ. ვიქტორინის დასრულებისთანავე შედეგები დაითვლება და გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც ჯილდოდ გადავცემთ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ძველი მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედიას.

წიგნი შთამბეჭდავი, სახალისო და ინფორმაციულია. იგი ძალიან დაეხმარება სკოლის მოსწავლეს უფრო კარგად დაინახოს და თვალწინ წარმოიდგინოს ადრეული ცივილიზაციები, ძველი ეგვიპტე, საბერძნეთი და რომი. წიგნს ასევე დართული აქვს ინტერნეტ-კავშირები, რაც გაუადვილებს მოსწავლეს მეტი მასალის მოძიებას კონკრეტულ თემაზე.

ერთი სიტყვით, საინტერესო კვირა გველის, სასიამოვნო ემოციებით დატვირთული. ველით ბავშვების გამოხმაურებას და დაინეტერესებას.

გისურვებთ წარმატებებს.

დამატებითი  ინფორმაციისთვის მოგვმართეთ აქვე ან Facebook-ის გვერდზე.

P.S.  მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კარგი ამინდის შემდეგ თავსხმა წვიმა დაგვატყდა თავს და მოგვიწია „ზღვებისა და ტბების“ გადალახვა, ჩვენ მაინც ოპტიმისტური განწყობა შეგვინარჩუნდა. საბედნიეროდ, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმომაჩნდა ფოტოაპარატი და გამვლელებს ჩხაკა-ჩხუკით ვართობდი.

ფოტო განწყობისთვის: