Tags

, , ,

 

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ პროექტის „წიგნების თაობა“ ფარგლებში არსებული ჯგუფი Amate Librum აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს „პერსონაჟთა თანაკვეთა.“

გაეცანით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ პროზაულ წიგნებს ( დასაშვებია როგორც უცხოური, ასევე ქართულიც), აირჩიეთ ორი ან რამდენიმე თქვენი ფავორიტი პერსონაჟი და შეახვედრეთ ისინი. მიეცით თავისუფლება თქვენს ფანტაზიას  და შეთხზეთ პატარა ნაწარმოები მათ შესახებ.

ყველაზე კრეატიული ნაწარმოები დაჯილდოვდება.

ნაწარმოები უნდა იყოს არა უმეტეს 10 გვერდისა.

ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 29 მაისი.

ნაშრომი გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: amate.librum@mail.ru

მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, Facebook.