ჩვენი ჯგუფი, რომელიც თავიდან სამკაციანი იყო,  კვირის დასაწყისში ორკაციანი გახდა. ალბათ, ამანაც იმოქმედა პირველ კვირაში ჩვენს პასიურობაზე. იმის მიუხედავად, რომ სამოქმედო გეგმის მიხედვით უამრავი საინტერესო ღონისძიება გვქონდა დაგეგმილი, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით მათთვის ხორცის შესხმა ვერ მოვახერხეთ. 

თავიდან შევქმენით ბლოგი და გვერდი Facebook-ზე. ტექნიკური პრობლემების გამო რამდენიმე დღით დაგვაგვიანდა მკითხველისთვის თავის გაცნობა და 8 მაისს დავპოსტეთ ჩვენი პირველი პოსტი სახელად „Ad Se Ipsum  ანუ ჩვენ შესახებ“. ამას 9 მაისს მოჰყვა ჩვენი მეორე პოსტი „რას ნიშნავს ჩემთვის ლიტერატურა,“ რომელიც ჩვენი აზრით, თემას შეესაბამებოდა. იგი მკითხველს შეაგულიანებდა და დააინტერესებდა  ეგრძნო „სულის ღრმა შეძვრა, როცა შენში სიცოცხლეს იწყებს სხვისი ბედი“ (ცვაიგი).

ამის შემდეგ  დავგეგმეთ ვიქტორინა 173-ე საჯარო სკოლაში, რომელსაც ვეწვიეთ 12 მაისს. გამოვესაუბრეთ დირექციას და შევთანხმდით, რომ 14 მაისს შეგვიყვანდნენ მოსწავლეებთან ვიქტორინის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად. შევარჩიეთ წიგნი ვიქტორინის გამარჯვებულის დასაჯილდოვებლად, შევარჩიეთ და ავტვირთეთ Facebook-ის გვერდზე იმ წიგნების სურათები, რომლებიც დასჭირდებათ „ვიქტორინელებს.“

ეს იყო და ეს  ჩვენი პირველი კვირა. მომავალში უფრო ვიაქტიურებთ. როგორც იტყვიან, პირველი კვირა მოთელვისააო :D

ესეც ჩვენი პატარა კოლაჟი

sulakauri wignebis taoba