Tags

, , , , ,

ესეც ასე, ვიქტორინაც ჩავატარეთ. ჯერ  აღვნიშნავ, რომ  Facebook-ის ჩემს პირად გვერდზე  განვათავსე ეს სურათი 

 შემდეგი  ტექსტით: “24-27 მაისს ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონში ჩატარდება წიგნის ფესტივალი. ყველას გელით “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” დახლთან🙂 “

ესეც ჩვენი პატარა რეკლამა🙂

21 მაისს Amate Librum 173-ე საჯარო სკოლაში შეხვდა მეშვიდე კლასელებს და 3 საათზე ჩაატარა ვიქტორინა. დირექცია ძალიან დაეხმარა ჩვენს გუნდს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. ბავშვები ადრიანად შეიკრიბნენ და საკმაოდ ბევრნი მოგროვდნენ.

ვიქტორინა ჩავატარეთ ორ ეტაპად და გამარჯვებულიც იქვე გამოვავლინეთ.

პირველ ეტაპზე ხუთმა ბავშვმა ქულათა ერთნაირი რაოდენობა დააგროვა. მათ შორის ჩავატარეთ მეორე ტური და დავუსვით 10 შეკითხვა. აქ უკვე გამოიკვეთა გამარჯვებული, რომელმაც ერთი ქულით გაუსწრო სხვებს.

მეორე ტურის ხუთეულში გადავიდნენ: დემურ ჩუბინიძე, საბა შაქარაშვილი, თამუნა ქუთათელიძე, ანა-მარია რაჟამაშვილი და მარი მაჭარაშვილი.  ყველა მონაწილეს გადავეცით 25% – იანი ფასდაკლების ბარათები. გამარჯვებულს, თამუნა ქუთათელიძეს, კი  შეპირებული ენციკლოპედია.

 

ჩვენი პატარა მეგობრები ძალიან მონდომებულები იყვნენ და ზოგს (ვერ ვუწოდებ დამარცხებულებს, რადგან ყოველი მათგანი გამარჯვებულია) გულიც დაწყდა, მაგრამ შევპირდით, რომ კიდევ არაერთი საინტერესო პრიზის მოგების შანსს მივცემთ. ისინი დაგვპირდნენ, რომ ყურადღებით იქნებიან და თვალ-ყურს მიადევნებენ ჩვენ მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა თუ ვიქტორინებს. მათ მოეწონათ ჩვენი ვიქტორინა და გვთხოვეს მისი ხშირად ჩატარება, ჩვენ, შეძლებისდაგვარად, ვეცდებით შევასრულოთ  მათი თხოვნა.

ვიქტორინის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს დავურიგეთ ფურცლები თხოვნით, გაეზიარებინათ თავიანთი შთაბეჭდილება „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა“ და მისი წიგნების შესახებ.

და აი რა დაგვიწერეს მათ:🙂