მესამე კვირის პირველივე დღეს Amate Librum 173-ე საჯარო სკოლაში ჩაატარა ვიქტორინა. როგორც მონაწილეები, ასევე სკოლის დირექციის წარმომადგენლები კმაყოფილნი დარჩნენ. საჩუქარიც მოიწონეს და აღნიშნეს, რომ ნაღდად სასარგებლო და  ძვირფასი საჩუქარია. ბევრმა დაინტერესებაც გამოიჩინა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ შესახებ. ბავშვებში დიდი მონდომება იგრძნობოდა. ვიქტორინა ჩავატარეთ ორ ეტაპად და გამარჯვებულიც  – თამუნა ქუთათელიძე – გამომავლინეთ, რომელსაც იქვე გადავეცით ჯილდოდ „ძველი მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია.“ იგი ძალიან გახარებული დარჩა. ყველა მონაწილეს კი ფასდაკლების ბარათები გადავეცით, ბავშვები დაგვპირდნენ გამომცემლობის  აუცილებლად სტუმრობას.

ბავშვებს ვთხოვეთ თავიანთი აზრის გამოხატვაც და ისინი დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდნენ  მოწონებისა თუ შენიშვნების გაზიარებაზე. (იხილეთ ჩვენს პოსტში – “ვიქტორინა -> Done”)

ჩვენც დიდი სიამოვნება მივიღეთ ბავშვებთან ურთიერთობით და რომ დავინახეთ მათი ასეთი მოწადინება და ინტერესი უფრო მეტი სტიმულიც მოგვეცა, რაც შეიძლება მეტი მოსწავლე გავაბედნიეროდ და შევაყვაროთ წიგნი.

ამ კვირაში ჩვენ გამოკითხვაც დავიწყეთ, რომლის მიზანია გაირკვეს ასაკოვანი ხალხი უფრო არიან  წიგნის კითხვის მოყვარულები თუ ახალგაზრდები. ვითვალისწინებთ იმას, რომ ბევრი ასაკოვანი ადამიანისთვის ინტერნეტი მიუწვდომელია და რადგან საჭიროა დავიცვათ ბალანსი მხარეებს შორის, ჩვენ გამოკითხვას ინეტრნეტის გარეთაც გავიტანთ.

მესამე კვირაში ჩვენი გუნდი, ძირითადად, ორიენტირებული იყო პირდაპირ რეკლამირებაზე და ფესტივალით რაც შეიძლება მეტი ადამიანის დაინტერესებაზე. Facebook-ის პირად გვერდზე განვათავსეთ გამომცემლობის ლოგო შემდეგი ტესტით: “24-27 მაისს ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონში ჩატარდება წიგნის ფესტივალი. ყველას გელით “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” დახლთან.“

ეს ტექსტი კი ფესტივალის შემდეგ შევცვალეთ შემდეგზე: „”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” – წიგნები მთელი ოჯახისთვის. გვეწვიეთ აღმაშენებლის 150-ში. http://sulakauri.ge/

ასევე, ჩვენი გუნდი 25 მაისს ავრცლებდა განცხადებებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსში, პრესის გამავრცლებელ ჯიხურებში, ბუკინისტებსა და რამდენიმე ლიტერატურულ კაფეში და ყველას ფესტივალზე მისვლას მოუწოდებდა.

ვარიგებდით ფლაერებსაც, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნების კატალოგებს.

წიგნის ფესტივალზე „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სცენაზე Amate Librum ჩაატარა შეჯიბრი  სწრაფ კითხვაში. მონაწილეები მონდომებულები იყვნენ და მათ ფასდაკლების ბარათები გადავეცით, ხოლო გამარჯვებულს მივეცით საშუალება აერჩია სასურველი წიგნი საჩუქრად. ჯილდოს გამარჯვებულს რამდენიმე დღეში გადავცემთ.

შემდეგი კვირა უფრო საინტერესო ღონისძიებებით დატვირთული გველის:)

P.S ცოტა ხანში ფესტივალზე ჩატარებული შეჯიბრის ვიდეომასალას შემოგთავაზებთ.