Tags

, ,

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ პროექტის „წიგნების თაობის“ ფარგლებში მომუშავე გუნდი Amate Librum გიწვევთ სახალისო თამაშზე. თამაში ჩატარდება 12:30 საათზე გლდანის III მ/რ – ში. 173-ე საჯარო სკოლასთან ასრებულ მოედანზე.

მონაწილეები დაიყოფიან ორ გუნდად, რომელთაგან ერთს ევალება საკვანძო სიტყვის ჩაფიქრება, მეორეს კი ამ სიტყვის გაგება სხვადასხვა სახალისო ხერხით. ყოველი გუნდი აირჩევს თავის კაპიტანს.

გამარჯვებულს გადაეცემა სიუზენ კოლინზის ბესტსელერი „შიმშილის თამაშები,“ დანარჩენ მონაწილეებს კი გადავცემთ ფასდაკლების ბარათებს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნებზე.

მობრძანდით თამაშზე და გპირდებით, არ ინანანებთ. თქვენ გელით სასიამოვნო ემოციები და რაც მთავარია, საჩუქრები და სურპრიზები.