პროექტის მეოთხე კვირაც დასრულდა.

ამ კვირაში ჩვენმა გუნდმა ბლოგზე დაიწყო გამოკითხვა და გვაინტერესებს უცხოურიდან თარგმნილი პროზიდან, რომელს ანიჭებენ უპირატესობას მკითხველები. ჯერ-ჯერობით ლიდერობს ორჰან ფამუქის „თოვლი“.

ამავდროულად, ვაგრძელებთ მესამე კვირაში დაწყებულ გამოკითხვასაც, რომლის მიზანია გავარკვიოთ საერთოდ რა დამოკიდებულებაა საზოგადოებაში წიგნის მიმართ.

ამ კვირაში დავაჯილდოვეთ ფესტივალზე ჩატარებული შეჯიბრის გამარჯვებული – ქეთევან ქემოკლიძე და გადავეცით გეოგრაფიის ენციკლოპედია. წინა რეპორტში ჩვენი დაპირებული ვიდეომასალაც ავტვირთეთ. მისი ნახვა შეგიძლიათ ჩვენს  Facebook-ის გვერდზე:  http://www.facebook.com/AmateLibrum

მეოთხე კვირის დავალების შესასრულებლად გამოვაცხადეთ სპორტული თამაში. მონაწილეები უნდა დაყოფილიყვნენ ორ გუნდად, რომელთაგან ერთს ევალებოდა საკვანძო სიტყვის ჩაფიქრება, მეორეს კი ამ სიტყვის გაგება მოწინააღმდეგეებისგან. თამაშის დასასრულისთვის კი პატარა სურპრიზიც გვქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მოწვევის გაგზავნა დაგვიგვიანდა და საკმარისი რაოდენობის მონაწილე ვერ შეგროვდა. ამის სანაცვლოდ გადავწყვიტეთ მივსულიყავით ნებისმიერ სახლთან და მასპინძელისთვის დაგვესვა 3 კითხვა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ შესახებ. გასამარჯვებლად საკმარისი იყო 2 სწორი პასუხი. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, ერთი გულისხმიერი მასპინძელიც გამოგვიჩნდა, კარიც გაგვიღო და კითხვებზეც გვიპასუხა. მას გამომცემლობის წიგნების ბუკლეტი და ფასდაკლების ბარათი გადავეცით, ჯილდოს კი ოთშაბათისთვის დავპირდით.

ჩვენი გამარჯვებული  კარგად იყო ინფორმირებული „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ შესახებ, თუმცა გამოგვიტყდა, რომ ახლა უფრო მეტად დაინტერესდა და მომავალში ყურადღებით ადევნებს თვალს მის საქმიანობას.

ამდენი სიარულისას გზადაგზა ფლაერებსა და ბუკლეტებსაც ვარიგებდით.

არ დაგვავიწყდეს ჩვენი ლიტერატურული კონკურსიც – „პერსონაჟთა თანაკვეთა“. მის შედეგებსა და გამარჯვებულს მომავალ კვირაში ვიხილავთ.