Tags

,

ამ კვირის დავალების – „შიმშილის თამაშები“ –  შესრულება სხვანაირად გვინდოდა, მგარამ ჩვენი ბრალია, მოწვევების დაგვაინებით დაგზავნის გამო საკმარისი ხალხი ვერ შევკრიბეთ ჩვენი თამაშისთვის, მაგრამ ხელი მაინც არ ჩავიქნიეთ დავალებაზე. გადავწყვიტეთ მივსულიყავით ნებისმიერ სახლთან და ვინც კარს გაგვიღებდა იმისთვის  3  კითხვა დაგვესვა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ შესახებ და მაქსიმუმ ერთი არასწორი პასუხის შემთვევაში დაგვეჯილდოვებინა გამოკითხვის მონაწილე.

რა თქმა უნდა, ბევრმა მიგვიჯახუნა კარი და ზოგმა არც მოისურვა მისი გაღება (იქნებ უბრალოდ სახლში არ იყვნენ?!), მაგრამ ჩვენ მაინც ვიპოვეთ ჩვენი გამარჯვებული –  ხატია ჭიალაშვილი.

ჩვენ მას დავუსვით სამი კითხვა:

1. რა სახის ლიტერატურას არ გამოსცემს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“?

2. დაასახელეთ, უცხოური ბესტსელერები, რომლებიც ახლახან გამოსცა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“.

3. დაასახელეთ ქართველი მწერლის  წიგნი, რომელიც ითარგმნა ინგლისურ ენაზე და ძალიან პოპულარულია დღევანდელ ახალგაზრდებს შორის.

ხატიამ ბოლო ორ კითხვაზე პასუხი სწორად გაგვცა. ჩვენ გადავეცით მას 25%-იანი ფასდაკლების ბარათი და გამომცემლობის წიგნების ბუკლეტი, რათა უკეთ გაეცნოს მის სხვა წიგნებს. მის კუთვნილ ჯილდოს კი – სიუზენ კოლინზის „შიმშილის თამაშებს“ – გადავცემთ ოთხშაბათს.