პროექტის მეხუთე კვირაში Amate Librum  იყო კაფე Book Corner-ში. უი, უკაცრავად –  „წიგნის კუთხეში“ (როგორც ბატონმა გოგა ჩანადირმა აღნიშნა). :დ  ცოტა კაფეზეც ვთქვათ. მისი შესასვლელი ისეა მოპირკეთებული, რომ მაშინვე ხვდები მის ორიგინალურობას. სასიამოვნო გარემოა, როგორც იტყვიან – „შინაურული“. პატარა ოთახი პატარა მრგვალი მაგიდებითაა სავსე. ერთ კუთხეში ძველი პიანინო დგას. კედლები მოფენილია ნახატებით და სურათებით. წიგნების თაროები გავსებულია ქართული და უცხოური ლიტერატურით. ჭაღები თავისი ორიგინალურობით ყველა სტუმარს აცვიფრებს. ისინი წიგნებისგან, ჭიქებისგან და ჩაიდნებისგანაა დამზადებული. კაფეს სტუმრები ძირითადად უცხოელები არიან. ჩვენი იქ ყოფნისასაც ერთ-ერთ მაგიდასთან იჯდა ქართველისაგან განსხვავებული აღნაგობის ადამიანი სათვალეებით და ხელში ინგლისურენოვანი წიგნით.

ხუთი საათი რომ გახდა უკვე ავნერვიულდით. სტუმარი არავინ ჩანდა. ჩვენი მოწვეული მწერლებიც კი იგვიანებდნენ. ამასობაში ნინო ნადიბაიძემ წიგნები მოგვაშველა. დავიწყეთ დალაგება და მზადება.

ცოტა ხანში  პირველი სტუმრები დავინახეთ და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. წესით უფრო მეტს ველოდით. პატარა აუდიტორია, რომ შეიკრიბა ახლა სხვა პრობლემას გადავაწყდით. ჩვენი სპეციალურად მოწვეული მეორე სტუმარი იგვიანებდა, მაგრამ მაინც დავიწყეთ და თავიდან სიტყვა ჯაბა ზარქუას გადავეცით.

ახალგაზრდა მწერალმა თავი გააცნო დამსწრე საზოგადოებას. ისაუბრა თავის წიგნზე და ზოგადად მწერლობაზე. უპასუხა აუდიტორიის კითხვებსაც.

მეორე სტუმარი, ( და უკვე გავამხელ რეპორტში მის სახელს. შევამჩნიე, რომ რატომღაც არ დამიწერია აქამდე) გოგა ჩანადირი, კვლავ იგვიანებდა და მანამდე სტუმრებს შევთავააზეთ პატარა თამაში. მივიწვიეთ ყველა ცენტრალურ მაგიდასთან, სადაც წიგნების სათაურებიდან სიტყვები იყო დაცალკევებული და სტუმრებს მათი აწყობა სჭირდებოდათ გასამარჯვებლად. გამარჯვებულს კი ჯაბა ზარქუას წიგნით ვაჯილდოვებდით.

ამასობაში გოგა ჩანადირიც შემოგვიერთდა. იგი ჩვეული ღიმილით და კარგი განწყობით წარსდგა აუდიტორიის წინაშე. პირველი რაც მან გაბაცხადა იყო: „მე ვაპროტესტებ და ვამბობ, რომ ვიმყოფები „წიგნის კუთხეში“ და არა  Book Corner-ში. მოდი, ქართულად ვილაპარაკოთ.“ იგი ქართული ენის დიდი ქომაგი აღმოჩნდა და ეს საღამო      აუდიტორიისთვის ერთგვარი ლექციაც იყო.

ცნობილმა ფოტოგრაფმა ისაუბრა თავის წიგნზე – „ეს საოცარი საქართველო“, მოგზაურობაზე დარამდენიმე კურიოზიც გაიხსენა.

საღამოს ბოლოს ჩატარდა ვიქტორინა. კითხვები „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნებიდან იყო და განარჯვებულს ჩანადირის წიგნის გადაეცა, ყველა დასმწრეს კი 25%-იანი ფასდაკლების ბარათები. საღამო სასიამოვნო მუსიკით და შეხედულებების გაზიარებით დასრულდა.

იმავე დღეს და მომდევნო დღესაც დავარიგეთ ფლაერები და კატალოგები.

ფოტომასალა იხილეთ Facebook-ზე:  http://www.facebook.com/media/set/?set=a.444523675572993.103248.422444017780959&type=1