ბოლო კვირას ჩვენ დავაჯილდოვეთ ჩვენი ლიტერატურული კონკურსის „პერსონაჟთა თანაკვეთა“ გამარჯვებული. მისი ნებასურვილი იყო ჯილდოდ გადაგვეცა „მეცნიერების ენციკლოპედია“. მას ძალიან ესიამოვნა საჩუქარი.

mecniereba

აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარი პროფილიდან არ მოგვიშორებია „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ლოგო. ასევე, მთელი კვირის განმავლობაში ვარიგებდით ფლაერებს.

მოგახსენებეთ რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ჩატარდა ტრენინგი „ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე“. ეს ტრენინგი მთელი კვირის განმავლობაში ტარდებოდ. ბოლოს ჩატარდა ტესტირება, რომლითავ გამოვლინდა საუკეთესო სამეული.  თავიდან ჩვენ გვსურდა ამ საუკეთესო სამეულიდთვის გადაგვეცა ფასდაკლების ბარათები, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ სამეულში თავად ჩვენი  გუნდის წევრი მოხვდა ( I ადგილზე სხვათა შორის😀 ). ამიტომ ფასდაკლების ბარათები გადავეცით ტრენინგის ორგანიზატორებს და ჟურის წევრებს – Business Soft Group-ის წარმომადგენლებსა და თსუ-ს ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის წევრებს.  (სურათებს მოგაწვდით მოგვიანებით)

სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო განსაკუთრებული ვერაფერი ჩავატარეთ ამ კვირაში.

ძალიან დიდ მადლობას ვუხდით “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას” კარგი, სახალისო და საინტერესო პროექტისთვის. განსაკუთრებით დიდი მადლობა ნინო ნადიბაიძესა და თამუნა სუბელიანს თანადგომისა და დახმარებისთვის. 🙂