Ad se ipsum ანუ ჩვენ შესახებ

ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა თსუ-ში. ორი ერთმანეთისგან განსხვავაბეული (მაგრამ არა რადიკალურად) პერსონა ვართ, გვაერთიანებს ერთი რამ – Amate Librum – წიგნის სიყვარული. ჩვენ გვიყვარს ახალი “მეგობრების” შეძენა, მათთან ერთად თავგადასავლებში გადაშვება, დროსთან შებრძოლება, უკაცრიელი კუნძულების “დაპყრობა”, საიდუმლო წყალქვეშა სამყაროს შეცნობა, მოგზაურობა ინდოეთში, ინგლისში, ამერიკაში, ესპანეთში და ა.შ. ერთხმად მხარს ვუჭერთ ახალგაზრდებში წიგნიერების გავრცელებას და ამიტომ ამ მშვენიერი 6 კვირის განმავლობაში შევეცდებით შეგაყვაროთ წიგნი, ჩვენ გასწავლით ახალი “მეგობრების” შეძენის სიყვარულს.

რაც შეეხება ჩვენს ლოზუნგს – Reading broadens the mind! –  მგონი ამაზე არავინ შემოგვედავება, რომ კითხვა მართლაც აფართოებს თვალსაწიერს. წიგნი გვაფიქრებს სხვადასხვა საკითზე, რომლებზეც ჩვენ შეიძლება არც დავფიქრებულიყავით. აღგვიწერს სიტუაციებს, რომლებშიც შეიძლება აღმოვჩნდეთ მომავალში და გვასწავლის მათთან გამკლავებას. გვასწავლის ჩავუფიქრდეთ ადამიანის შინაგან ბუნებას, რომ ადამიანი არა მხოლოდ მისი ჰაბიტუსია, არამედ მას აქვს ფირქები, ოცნებები, გემოვნება, წარმოდგენა და აზრი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.

სამწუხაროდ, რუტინული ცხოვრების გამო, ხშირად ვეღარ ვაძლევთ ჩვენს თავს საღამოობით სასიამოვნო, როგორც იტყვიან ხოლმე, “გემრიელი” რომანის წაკითხვის ფუფუნების უფლებას. თუმცა პენაკი წერს: “რომ ამბობენ კითხვის დრო არ მაქვსო, ეს ნიშნავს რომ კითხვის სურვილი არ აქვთ. იმიტომ რომ თუ დავუკვირდებით, კითხვის დრო აღარავის აქვს. კითხვის დრო მოპარული დროა. ცხოვრებისეულ ვალდებულებებს ვპარავთ,” მაგრამ რას ვიზამთ?! უნივერსიტეტიდან თუ სხვა აქტივობებიდან გვიან ღამით სახლში დაბრუნებულები კვლავ კონსპეკტებს ვუსხდებით ან ქანცგამოლეულებს გვძინავს. ხოდა დავდივართ სულ ასე…კონსპექტებჩახუტებულები😀

ახლა კი გაგაცნობთ Amate Librum– ს:

სახელად მარიამი, გვარად ძაგოევი, ვარ მომავალი ჟურნალისტი. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებაზე. ვინაიდან და რადგანაც ეს პროექტი, რაღაც გაგებით, ჩემს პროფესიას უკავშირდება, როდესაც გავიგე მის შესახებ ვიფიქრე: “ცდა ბედის მონახევრეაო” და გავბედე.. ვფიქრობ, ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იყოს ზოგადგანათლებული და ეცადოს მიიღოს რაც შეიძლება მეტი გამოცდილება. ბევრი რამ მინდა მოვასწრო ამ ცხოვრებაში, მაგრამ…ვის არ ჰქონია ამის სურვილი,არა? ჩემს თავზე კიდევ  გეტყვით, რომ მეგობრები მახასიათებენ ჯიუტ ადამიანად, თუმცა ამავე დროს მოწესრიგებულად, პასუხისმგებლიანად და ინიციატივიანად მომიხსენიებენ.

მოკლედ, ყველას წარმატებებს გისურვებთ კონკურსში და აბა ჩვენ ვიცით!!!

 

მე ვარ დარეჯან ფერაძე, ვსწავლობ თსუ-ში, II კურსზე. დავიწყებ იმით, რომ არ  მიყვარს ერთფეროვნება, მუდმივად მიზიდავს სიახლეები. ჩემი ცხოვრება პარადოქსების ნაკლებობას, ნამდვილად, არ განიცდის. ამის მაგალითად ისიც გამოდგება, რომ “კომაროვი” ვერცხლის მედალზე დავამთავრე და ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩავაბარე.

მიყვარს თავგადასავლები, ვცდილობ ცხოვრებაში ყველაფერი გამოვცადო. მონაწილეობას ვიღებ ყველანაირ კონკურსში. ამ ყველაფერთან ერთად არც უნივერსიტეტს ვაკლებ ხელს და პრეზიდენტის სტიპენდიანტიც ვარ.

ზოგს ჰგონია, რომ ამდენი რამის ერთდროულად მოსწრება რთულია, მაგრამ ნათქვამია: “არავინ იცის საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი მანამ, ვიდრე მათ არ გამოცდის,” ყოველი კონკურსიდან ახალ რაღაცას იგებ, ეს კი, რაც არ უნდა მცირე სიახლე იყოს, ოდესმე აუცილებლად გამოგადგება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s